ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასულ წელს დაწესებული კარანტინი არაკონსტიტუციურად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
დადგენილება საშუალებას შემზღუდველი ზომების დარღვევის გამო დაჯარიმებულ
მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჯარიმის სახით გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ.
ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 14 მარტს პირველი ტალღის დასაძლევად გამოაცხადა. შემზღუდველი ზომები ძალაში 2020 წლის ივნისამდე იყო. მოგვიანებით კი, მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად რეგულაციები კვლავ ძალაში შევიდა.











