ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი კვლავ დაწესდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ასევე, კატალონიასა და ვალენსიაში, სადაც ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულებულია, ხელისუფლება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრებას ზღუდავს. ჩრდილოეთით მდებარე ასტურიას რეგიონში კი რესტორნებსა და ბარებს შიდა სივრცეებში მომხმარებლების მიღება აუკრძალეს.
ცნობისთვის, ესპანეთში მოსახლეობის 46%-ი სრულად არის ვაქცინირებული.











