ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსით 3 005 487 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 63 061 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











