ესპანეთში, არაგონის მხარის, პროვინცია უესკაში კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ euronews-ი იუწყება.
ჯერჯერობით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ის თითქმის მაშინვე ხელახლა შემოიღეს.
გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსი პროვინციაში სეზონურ მუშებს შორის გავრცელდა, რომლებიც ხილის და ბოსტნეულის კრეფაზე მუშაობდნენ. კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდსა და ბარსელონაში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კარანტინის რეჟიმი 21 ივნისს მოხსნეს.











