კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ესტონეთი შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში შეკრების ლიმიტი ორ ადამიანამდე შეიზღუდა, დაიხურა არასაჭირო მაღაზიები, რესტორნები მიტანის სერვისზე გადავიდნენ.
სკოლები სწავლას ონლაინ გააგრძელებენ.
შეზღუდვები 11 მარტიდან ამოქმედდება და ძალაში 11 აპრილამდე იქნება.
„მონაცემები აჩვენებს, რომ კოვიდის ბრიტანული შტამი ესტონეთში სერიოზულად გავრცელდა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კრიზისშია. ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან გამოსვლის შეზღუდვებია. რამდენად მალე შევძლებთ ვირუსის ახალი შემთხვევების შეჩერებას ეს თითოეული ადამიანის ქცევაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესტონეთში კოვიდის 77 491 შემთხვევა დაფიქსირდა.











