ესტონეთის ისტორიაში პირველად მთავრობას ქალი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ euronews-ი ავრცელებს.
ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული „რეფორმის პარტიის“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრის პარტიის“ საბჭოები დათანხმდნენ სამთავრობო კაბინეტში შესვლას, რომელსაც დანიშნული პრემიერ-მინისტრი და „რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ესტონეთში მთავრობის ფორმირების საკთხი მას შემდეგ დადგა, რაც „ცენტრის პარტია“ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. პრემიერ-მინისტრ, იური რატასის მთავრობა 13 იანვარს გადადგა.











