ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
პრემიერის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში განაგრძობს მუშაობას. კალასი თანამოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ, პირბადეების ტარებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.












