ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
ესტონეთის პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, მან უკვე ჩააბარა კორონავირუსის ტესტი, პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა.
„ჯანდაცვის დეპარტამენტის ინსტრუქციების შესაბამისად, თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ყველა შეხვედრა, რომელიც ამ და მომდევნო კვირაში მქონდა დაგეგმილი, სამწუხაროდ, გადაიდება“, – განაცხადა კალიულაიდმა.
გუშინ თვითიზოლაციაში ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასიც გადავიდა.











