fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეთილის სპირტის შესყიდვა ბაზარზე არსებული ფასებიდან ყველაზე დაბალ ფასად განხორციელდა – თავდაცვის სამინისტრო

18:55 ივნისი 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეთილის სპირტის შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ სამხედროების კოვიდსაფრთხისგან დაცვის მიზნით, ეთილის სპირტი ნამდვილად შეიძინა. თუმცა, არჩევანი გაკეთდა ბაზარზე არსებულ იმ კომპანიაზე, რომლის შეთავაზებაც ყველაზე დაბალ ფასს გულისხმობდა.

„სამწუხაროდ, გრძელდება პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედია ეთიკის დარღვევით, გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ეჭვებს. ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული სიუჟეტი კითხვის ქვეშ აყენებს კორონაპანდემიის პირობებში, ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებისათვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ ეთილის სპირტის შეძენის მიზანშეწონილებასა და კეთილსინდისიერებას.

გვინდა, საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მართლაც შეიძინა ეთილის სპირტი, როგორც საპრევენციო საშუალება ჩვენი სამხედროების კოვიდსაფრთხისაგან დაცვის მიზნით. ეს შესყიდვა განხორციელდა ბაზარზე არსებული ფასებიდან ყველაზე დაბალ ფასად. კერძოდ, ერთი ლიტრი 96,4%-იანი ეთილის სპირტის ღირებულება ტრანსპორტირებითა და მოწოდებით შეადგენდა სამ ლარს. რაც შეეხება აპელირებას იმაზე, თუ როგორ განხორციელდა კომპანიის შერჩევა, მოგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში თავდაცვის სამინისტრომ შეთავაზება მიიღო ბაზარზე არსებული არაერთი კომპანიისაგან და მათგან აარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც გამოიხატება შეძენილი სპირტის ყველაზე დაბალ ღირებულებაში. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ამ დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური სიუჟეტების გავრცელების აშკარა მიზანია, ჩრდილი მიაყენონ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, როგორც ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე საჯარო ინსტიტუტს და ასევე შექმნან ნეგატიური ფონი მინისტრის მნიშვნელოვანი საპარლამენტო გამოსვლის წინ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: თავდაცვის სამინისტროკორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია