fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს

14:21 იანვარი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
947
ნახვა

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა მუდმივი საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა, სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებებზე.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ისეთი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის თაობაზე, როგორიცაა: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა და საკუთრების უფლება.

გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. შესაბამისად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ყველა იმ დარღვევაზე, რაც სასამართლომ დაადგინა.

ელჩმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებაში ასახული დარღვევები ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე, იმ პირობებში, როდესაც ხდებოდა ქართული სოფლების მიზანმიმართულად გადაწვა, ქართველთა სახლების ძარცვა და განადგურება და ასევე, იმ ვითარებაში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში  დაბრუნების შესაძლებლობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის  გადაწყვეტილების საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, კანადის, აშშ-ის,  უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ.

თეგები: ეუთო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მადლობა ეუთოს ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის – ღარიბაშვილი

ივნისი 15, 2021
774
პოლიტიკა

ODIHR – არჩევნებზე ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო

მარტი 6, 2021
930
პოლიტიკა

პარლამენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეუთო/ოდირში გაგზავნის

მარტი 4, 2021
779

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია