ეუთო-ს თავმჯდომარემ, ედი რამამ ბელარუსის ხელისუფლებას მინსკში მისი ვიზიტის ორგანიზება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი განცხადებით, ბელარუსში ჩასვლა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან ერთად სურს.
„ჩვენ ვიმეორებთ, რომ შეშფოთებულები ვართ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, რომელზე დაკვირვების საშუალებაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ. ასევე, შეშფოთებას იწვევს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მასობრივი დაკავებები და ძალოვანების მხრიდან წამების შესახებ გავრცელებული ცნობები“,- განაცხდა ედი რამამ.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.











