16 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე საქართველოს ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ან ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრს, გიორგი გახარიას, ვიცე პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანსა, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს .
ის ასევე ქართული მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. შეხვედრების დროს, საუბარი ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება.











