ეუთო-ში აშშ-ის ელჩი ჯეიმს გილმორი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს. ამის შესახებ ჯეიმს გილმორი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„კრემლი საკუთარ განზრახვას ოკუპირებულ ყირიმს რკინის მუშტით ახვევს თავს. ავიწროებს დააპატიმრებს ყირიმელებს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, ან ოკუპაციის მიმართ მათი წინააღმდეგობის გამო. მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“,- წერს ჯეიმს გილმორი.
The Kremlin imposes its will on occupied Crimea with an iron fist and harasses, arrests, & imprisons Crimean residents based on their religion & ethnicity or simply for their opposition to the occupation. Moscow continues to undermine Georgia’s sovereigntyhttps://t.co/UqhOB4UZnQ
— Ambassador James S. Gilmore III (@USAmbOSCE) December 10, 2020











