ევროკავშირი ბელარუსი ხალხის გვერდითაა და მათ მოთხოვნებს უერთდება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა. ინფორმაციას eeas.europa ავრცელებს.
„მშვიდობიან დემონსტრანტებს ბელარუსში აქვთ მკაფიო მოთხოვნები – ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება, პოლიციის მხრიდან ძალადობაში ბრალდებულთა გასამართლება და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ციფრები აჩვენებს, რომ ბელარუს ხალხს ახლა სურს ცვლილებები, ევროკავშირი მათ მხარს უჭერს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.











