ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინს 48-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გადასახადი, რომელიც ოთხშაბათიდან დაწესდება, ჯერჯერობით დროებითია და ძალაში მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე დარჩება, რომლის მიზანი იმის გარკვევაა, ყიდიან თუ არა ჩინელი მწარმოებლები ალუმინის პროდუქტებს უსამართლოდ დაბალ ფასებში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ჩინურ ალუმინის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტრანსპორტის, მშენებლობისა და ელექტრონიკის სფეროებში, გამოძიება თებერვალში მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდუსტრიულმა ორგანომ -„ევროპული ალუმინი“- მას საჩივრით მიმართა.











