ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს, უკრაიანისა და მოლდოვასთვის ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ.
„ევროკავშირი თქვენთან არის, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ და აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. ჩვენ გვინდა, რომ ეს სტაბილურობა, ჩვენი გამძლეობა, მედეგობა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანს – ატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს.
თქვენ ყველას გპირდებით, საჯაროდ, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, თქვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ.“- განაცხადა შარლ მიშელმა.











