fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ლელოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

17:09 დეკემბერი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
829
ნახვა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ლელოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხებოდა.

„ბუნებრივია, შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ჩვენ ვისაუბრეთ „ლელოს“ გეგმებზე, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს„ პოზიცია არის მყარი, „ლელოს“ პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, ასე ვთქვათ, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში, ეს აზიანებს არა მარტო პროცესს, რომელიც ძალიან მსხვრევადია ჯერ, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს პოზიცია ძალიან მყარად დავაფიქსირეთ.

მინდა, გითხრათ, რომ ელჩები არიან ინფორმირებული მყისიერად, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არა მარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში და, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული. ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო.

არის ბოლო შანსი მოლაპარაკების. აქვე ვუთხარით, რომ თუ რადიკალურად შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო“ გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი მად არ იქნება, ვუთხარით კიდევ ერთხელ, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველა მცდელობა დღეს, რომ შემოგვასაღონ, თურმე ყველაფერი კანონიერი იყო და რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მოტაცებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, „ლელო“ რევოლუციურ მოწოდებებს ემიჯნება.

„აქვე, თქვენ წაიკითხეთ, სააკაშვილის პასუხი. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი და თანაგუნდელების პოზიცია, ის, რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს და მის ერთმმართველობას ვებრძვით და გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამოვტაცოთ მის ერთპიროვნულ მმართველობას, არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს, ასე ვთქვათ, წინ არ აღდვუდგებით.

ეს მინდა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყოველგვარ რევოლუციურ და მსგავს მოწოდებებს ვემიჯნებით ახლავე. ამიტომ „ლელო“ არის ძალიან მყარად იმ ადგილზე, რა ადგილზეც, რა პოზიციაზე იდგა, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ვნახოთ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც პირველ რიგში იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის გადაწყვეტილება სტაბილურობის და არ იქნება იმის აღიარება, რომ  ოღონდ ახლა შემოდით პარლამენტში და შემდეგ ვილაპარაკოთ.  არა, ეს უნდა იყოს სამართლიანი შეთანხმება და კომპრომისი, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

რევოლუცია საერთოდ ამოვიღოთ სალაპარაკო ლექსიკონიდან, საერთოდ ყველამ, რადგან ამ ქვეყანას რევოლუცია დაღუპავს საბოლოოდ. რევანშისტული, რევოლუციური და რაღაცა სცენარები უნდა ამოვიღოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დარჩენილ დროში მოვახერხოთ შეთანხმება, თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ. ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, ისევე როგორ ვეწინააღმდეგებით დღეს ამ ძალიან მძიმე მოლაპარაკებების ფონზე ელჩებზე თავდასხმას.

რაც შეეხება სად ვიქნებით ჩვენ, ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან პარლამენტის გარეთ და მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაეკისრება ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც იქნება სირცვხილი ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის და პარლამენტარიზმის ისტორიაში, სირცხვილი იქნება საერთაშორისო თანამეგრობობის თვალში, იქნება ქმედითუუნარო და არალეგიტიმური“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თეგები: ევროკავშირის საელჩოლელო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“ლელო” მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს

ნოემბერი 30, 2021
792
პოლიტიკა

„ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწვიტა

ნოემბერი 22, 2021
777
პოლიტიკა

პარტია ლელო ახალქალაქში ორმა წევრმა დატოვ

სექტემბერი 6, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია