ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი საქართველოში სტაბილურობა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკმაოდ სერიოზული აგრესიული ნაბიჯები იქნა გადადგმული, “- განაცხადა ვოლსკიმ.











