ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში მოლდოვაში და უკრაინაშიც გაეგზავრება.











