ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების მექანიზმი დაამტკიცა. ინფორმაციას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
დოკუმენტით განსაზღვრულ სანქციებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ გამოიყენებენ, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან, მონაწილეობენ ან დაკავშირებულნი არიან ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან.
სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და მათთვის აქტივების გაყინვას მოიცავს.
დოკუმენტი ითვალისწინებს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება.











