ევროკავშირი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად უკვე გამოყოფილია ერთი მილიონი ევროს ღირებულების დახმარება.
ამასთან ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბერს შეწყდა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს მდებარე შვიდი რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ხოლო ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ დერეფანს რუსი სამხედროები გააკონტროლებენ.











