ევროკავშირს კორონავირუსის რუსული ვაქცინა, Sputnik V არ სჭირდება,- ამის შესახებ შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.
„ჩვენ Sputnik V-ი საერთოდ არ გვჭირდება. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება შევძლოთ“,- განაცხადა ბრეტონმა.
მისივე თქმით, შესაძლებელია ევროპამ 14 ივლისისთვის ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება შეძლოს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით 123 მილიონზე მეტი დაინფიცირდა.











