“ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში – 74%“,- ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
11-11% ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია. ევროკავშირის შემთხვევაში 13% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ნატოს შემთხვევაში – 14%.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.











