ევროკომისია წევრ ქვეყნებს ვაქცინირებული პირებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკომიისიის მირ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში მოგზაურობა დაშვებული უნდა იყოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და ასევე იმ პირთათვის, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამასთან, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ პირებზეც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ვაქცინით არის აცრილი.
ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპული საბჭო 4-5 მაისს განიხილავს.











