ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ წარმოების ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკომისიის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, მათ „ევროპის წამლის სააგენტოს“ რეკომენდაცია გაითვალისწინეს და „მოდერნას“ ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ შემდეგ მეორე ვაქცინაა, რომელსაც ვირუსთან საბრძოლველად ევროკავშირში გამოიყენებენ.
დღესვე „ევროპის წამლის სააგენტომ“ „მოდერნას“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ვაქცინაციაზე რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვისაა ნებადარტული. სააგენტოს შეფასებით, „მოდერნას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.











