კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში უკვე მეორედ გადადის.
„ახლახან შემატყობინეს, რომ ჩემი ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსზე ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითია. თუმცა, პრევენციის მიზნით, დაუყოვნებლივ ვტოვებ ევროსაბჭოს და თვითიზოლაციაში გადავდივარ“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.









