ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილი დღეს გაიმართება.
პლენარული სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“.
მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები ასამბლეის წევრების მონაწილეობით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება.
კორონავირუსის გამო მიმდინარე წელს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.








