დღეს ქართული გუნდები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩებს გამართავენ.
თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „დინამოს“ შეხვდება, მეორე მატჩში კი თბილისის „დინამო“ უელსურ „ქონას ქი ნომედსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
საგულისხმოა, რომ თბილისის „დინამოს“ მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც უელსური კლუბი შეხვედრას მხოლოდ 14 ფეხბურთელით ხვდება.
ორივე მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.











