fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკშვილის მონახულებაზე უარი მიიღო

17:30 ნოემბერი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
841
ნახვა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკშვილის მონახულებაზე უარი მიიღო – ამის შესახებ ევროდეპუტატმა ტვიტერზე დაწერა.

აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და სიტუაციის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

ანა ფოტიგა დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.

“შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მას უარი უთხრეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე,”- აცხადებს მეზვრიშვილი.

პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გადადგმული ნაბიჯები მძიმედ შემოუბრუნდება.

“არ მახსენდება, რომ ოდესმე ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე. ხელისუფლებას ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ შესაძლოა რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდეს ადგილი.

“შეიძლება რამე ტექნიკური მიზეზი არსებობს. ფაქტია, რომ აქ ის შემთხვევა არ არის, რომ ვინმეს რამეს უმალავენ. ახლაც მონახულების რეჟიმი აქტიურია, არ მახსოვს ვინმე პატიმარს ასეთი მონახულების რეჟიმი ჰქონოდა,”-აცხადებს სარჯველაძე.

თეგები: ანა ფოტიგა

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია