ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა. ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა. ინფორმაციას politico ავრცელებს.
ევროპარლამენტის 548 წევრმა შვიდწლიან ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, 81 წინააღმდეგი იყო. ხმის მიცემისგან კი თავი 66-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა.
მრავალწლიანი ბიუჯეტი 1, 074 ტრილიონ ევროს შეადგენს.










