ევროპარლამენტში კორონავირუსის ასობით შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ განაცხადა. ინფორმაციას euobserver-ი ავრცელებს.
„ევროპარლამენტში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის ასობით შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ევროპარლამენტისთავმჯდომარემ.
სასოლიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატების ნაწილმა გაასაჩივრა, რომ პარლამენტის დახურვის შემდეგ, ისინი დღიურ ანაზღაურებას – 323 ევროს ვერ იღებენ.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ევროპარლამენტის დეპუტატები ამ თანხას მხოლოდ ფიზიკურად რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში იღებენ.











