“უპრეცედენტო ჩართულობაა ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თქვენ ხედავთ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით ეს დიალოგი და შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში და ერთი მეორესთან არის კავშირში. ჩვენ ყველა ვართ ძალიან მონდომებულები, რომ ეს შეხვედრები იყოს შედეგიანი. ხედავთ უპრეცედენტო ჩართულობას ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, საქართველოში იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, შემოვიდეს პარლამენტში და ის პასუხისმგებლობა, რაც მათ დააკისრა ამომრჩეველმა განახორციელონ კონსტიტუციური, კანონიერი, ევროპული გზით. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი“, – განაცხადა თურნავამ.











