ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი იასპარეზებს – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და მარიამ ჭანტურია(70კგ).
ლაშა შავდათუაშვილი ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მარიამ ჭანტურია ასპარეზობას 1/8 ფინალიდან დაიწყებს და იგი ნიდერლანდელ კიმ პოლინგემს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.










