fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ჩხენკელი

15:17 დეკემბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
870
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ კულტურის მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და პანდემიის პერიოდში კულტურის სფეროს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ შევინარჩუნეთ კულტურის სფეროს საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მივმართეთ. კერძოდ, სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით.

სამინისტრომ ასევე შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტებზე და აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავ გაგრძელდა, კერძოდ: დასრულდა სამხატვრო აკადემიის, ანსამბლ „რუსთავის“ შენობის, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმების მშენებლობა, სრულდება მუსიკისა და დრამის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმადაწვრილებით ისაუბრა იმ ღონისძიებებზე,რომლებიც პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.კერძოდ, „კულტურა თქვენთვის“ კამპანიის ფარგლებში 1000-ზე მეტი ონლაინ კულტურული აქტივობა ჩატარდა; ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, კინოს, ფოლკლორის მიმართულებით 31სახელოვნებო ფესტივალი გაიმართა.

საფესტივალო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. ივლისის თვიდან სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებში 49 ახალ სპექტაკლზე განახლდა მუშაობა, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც შეზღუდვების მოხსნასთან ერთად იგეგმება.

წარმატებით განხორციელდა სოციალური, სახელოვნებო, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, მათ შორის: ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“, „კინოხელოვნება – სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისთვის“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, არ გაჩერებულა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის,საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებითა და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა. სამტომეულის გადაცემა დაწყებულია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებისათვის. ასევე, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამოიცა 16 ალბომი, ჩატარდა გამოჩენილ ხელოვანთა 13 საიუბილეო ღონისძიება.

ანგარიშში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველომ მოიპოვა უფლება, 2021 წლის შემოდგომაზე ქუთაისი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს,რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან კულტურული ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო ინსტიტუციების 200-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე დააღნიშნა, რომ ოსკარის უცხოური ფილმების ნომინაციაზე წარდგენილია რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“. აღნიშნული ფილმიკანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის (ST21) საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია და, ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „2020 Travelers ‘Choice Award” მოიპოვა“.

თეგები: მიხეილ ჩხენკელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ

დეკემბერი 1, 2021
772
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი – ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად

სექტემბერი 25, 2021
766
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში

სექტემბერი 25, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია