ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დაწყებული შესწავლის შედეგად, არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა.
მანამდე, ავსტრიის საზედამხედველო სამსახურმა შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი პარტიის გამოყენება, მას შემდეგ, რაც აცრის გაკეთებიდან 10 დღის შემდეგ ქვეყანაში ერთი ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ევროპის კიდევ 4-მა ქვეყანამ – ლატვიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლუქსემბურგმა შეაჩერა.
„ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში არაა ნახსენები“, – აცხადებენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეს პარტია 1 მილიონი დოზისგან შედგება და ევროკავშირის 17 ქვეყანას გაუნაწილდა.











