ევროპოლი მოგზაურებს კოვიდის უარყოფითი პასუხის ყალბი სერთიფიკატების შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ france24-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აეროპორტებში გარკვეული პირები ყიდიან ყალბ დოკუმენტს, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანს კოვიდი არ აქვს და ტესტზე მისი პასუხი უარყოფითია.
ყალბი დოკუმენტების ღირებულება 300 ევრო ან უფრო მეტია.
ევროპოლი მოუწოდებს მოგზაურებს, არ ითანამშრომლონ პირებთან, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას სხვადასხვა ფასად ყიდიან.











