ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია. რიკ დაემსი ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით 27 ივლის ეწვია.
დიპლომატი პირველ სამუშაო შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან მართავს.
რიკ დაემსის შეხვედრა ასევე დაგეგმილია, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან.
ქართული მხაე, ევროპული საბჭოსა ასამბლეის პრეზიდენტს განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს. დაგეგმილია გასაუბრება ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთანაც.
რიკ დაემსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.











