„ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ფილიალი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ რადიკალიზმში ეჯიბრებოდა მუდამ, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ფილიალი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ რადიკალიზმში ეჯიბრებოდა მუდამ. არცერთი ახალი წინადადება არ გააჩნდათ იმისგან განსხვავებული, რაც „ნაცმოძრაობაში“ ყოფნის დროს ჰქონდათ. გიგი უგულავას პოზიციები, თუ ერთ-ორ შემოძახილს არ ჩავთვლით, ძირითადად რჩება და ყოველთვის იყო იმ სადისტური მმართველობის ფორმატის შესაბამისი, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, ვერც იმას გეტყვით, რომ გიგა ბოკერია ამ ფორმატს დასცილდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.










