fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ევროპული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

20:50 იანვარი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ ორკესტრირებული, ქვეყნისთვის საშიში და ძირფესვიანად ამორალური კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო, რომელიც მუსლიმური თემის შეურაცხყოფად მონათლეს, რაც ტყუილია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს ხდება იმ დროს როცა გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ საფუძველზე კიდევ ერთ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ. ეს და ბევრი სხვა ძალადობის შემთხვევა რელიგიური და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ „ოცნების“ მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის შედეგია. ნიკა გვარამიას ფრაზამ ზოგიერთი გულწრფელი ადამიანიც შეაწუხა, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ლიდერი ახმედ იმამკულიევი. ახმედი წლებია შრომობს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებაში და უმცირესობათა გამორჩეული ხმაა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ახმედ იმამკულიევი შეცდა და არა იმიტომ, რომ მისი პოზიცია სუს-ის მიერ წამოწყებულ კამპანიას დაემთხვა ან იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური კომენტატორის კრიტიკა არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ ასეთ პოზიცია ყველას გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე პარტიის პოზიცია საჯარო კიდევ ერთხელ გავხადოთ. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის თავისუფალი არსებობის, მათ შორის რწმენის თავისუფლების უმთავრესი გარანტორია. უაღრესად საშიშია ნებისმიერ რელიგიასთან მიმართებით ირონიის, იუმორის ან ხატოვანი გამონათქვამის დემონიზება და რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეთა შეურაცხყოფად მონათვლა. აქედან სულ ერთი ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე – ან კანონით ან ძალადობით. სწორედ ასეთი შემთხვევაა ნიკა გვარამიას გამონათქვამის გარშემო „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული ბინძური კამპანია. საზოგადოება აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს უმცირესობათა სტიგმატიზების მცდელობას. დაუპირისპირდეს არა მისი აკრძალვით, არამედ საპასუხო სიტყვით. ოღონდ ამ შემთხვევაში, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამიას უმცირესობათა სტიგმატიზება არ უცდია.

ეს პოლიტიკური სარკაზმი იყო ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ყველას არ შეუწყონ ხელი ამ განწყობილებათა შექმნას, რადგან ეს საშიშია ყველასთვის და პირველ რიგში თავად უმცირესობებისთვის. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, არასწორი იყო ახმედ იმამკულიევის პოზიციის ევროპული საქართველოს პოზიციად მონათვლა, განსაკუთრებით მაშინ როცა ჩვენი პარტიისა და საქართველოს მუსლიმთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა ტარიელ ნაკაიძემ ნათლად და გასაგებად გამოხატა ის დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა პარტიის საერთო პოზიციას. გამოხატვის თავისუფლება იყო და რჩება იმ ქვაკუთხედად რასაც თავისუფალი, განვითარებული და მდიდარი დემოკრატიები ეფუძნება“,- აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

“აი რატომ ვთვლი, რომ ბოდიში უნდა მოიხადო!” – ევროპული საქართველოს წევრი ნიკა გვარამიას მიმართავს

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია