მცხეთა-მთიანეთში, სადაც ისედაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხარს „ლეიბორისტული“ პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ.
„ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, ოპოზიციის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია სწორედ არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები. სწორედ ამიტომ, ამ ოლქში, მცხეთა-მთიანეთში, სადაც ისედაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს „ქართულმა ოცნებამ“. გადაწყვეტილება მივიღეთ, მხარი დავუჭიროთ ამ ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.









