„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ევროპული საქართველოს წევრებს, შალვა შავგულიძეს და არმაზ ახვლედიანს საკუთარი საბანკო რეკვიზიტები პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტისათვის არ გაუგზავნიათ.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, მან ხელფასი იმისთვის აიღო, რომ თანხა გადაერიცხა სამოქალაქო აქტივისტებისათვის, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან.
„იმის გამო, რომ ჯერ არ მოხერხდა ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიმეღო საპარლამენტო ხელფასი, არა იმისთვის, რომ წამეღო სახლში, არამედ იმისთვის, რომ გამეგრძელებინა პოლიტიკური ბრძოლა. გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი გადავცე სამოქალაქო აქტივისტებს, ორგანიზაციას „მოძრაობა საქართველოსთვის“, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნაკაიძემ.











