პარლამენტის დეპუტატი სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება.
ის დღეს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების დროს წარადგინა.
„დღეიდან ევროპული საქართველო იწყებს ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რომლის მიზანი და ამოცანა იქნება გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ივანიშვილის მმართველებისგან, კამპანია, რომლის შედეგად მარტო ქართული ოცნება კი არ დამარცხდება, არამედ გვეყოლება ახალი, დღეს ოპოზიციაში მყოფი პროდასავლური ძალებისგან შექმნილი კოალიცია და მისი ცენტრალური ნაწილი იქნება ევროპული საქართველო”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, პარტიის საარჩევნო კამპანია იქნება ძალიან აქტიური, ინოვაციური და მებრძოლი. კაპანაძის განცხადებითვე, საარჩევნო შტაბში ასევე იქნებიან ნინო გოგუაძე, გიორგი გაბაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, გიორგი კანდელაკი და სხვები.
შეგახსენებთ, ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.











