„პრაიმტაიმნიუსისთვის“ ცნობილი გახდა პარტია „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატთა ვინობა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, „ევროპული საქართველო“ რეგიონებში შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს:
ახმედ იმამკულიევი – მარნეული, გარდაბნის ოლქი;
არსენ კარაბეტიანი – ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი;
ტარიელ ნაკაიძე – ხულო- ქედა- შუახევის ოლქი;
ლევან თარხნიშვილი – გორი;
ზურაბ ჭიაბერაშვილი – თელავი-ახმეტაყვარელი-ლაგოდეხი;
ირმა ნადირაშვილი – რუსთავი;
ოთარ კახიძე – ქუთაისი;
აკაკი ბობოხიძე – ვანი-სამტრედია-ხონი- წყალტუბო.
ინფორმაციისთვის, ცოტა ხანში პარტია „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











