მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში Facebook-ის Messenger-ი და instagram-ი შეფერხებით მუშაობს.
შეფერხება აისახა პლატფორმა Downdetector-ზე, სადაც მომხმარებლები ევროპის, ამერიკისა, აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან წერენ, რომ ისინი აპლიკაციებს ვერ იყენებენ.
შეფერხების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ ვრცელდება.








