კომპანია Facebook-ში აცხადებენ, რომ პლატფორმიდან კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტები აღარ წაიშლება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფონზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღეთ, არ წავშალოთ ჩვენი აპლიკაციებიდან კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტები“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის. 26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ პლატფორმიდან კოვიდის ხელოვნური წამოსობის შესახებ პოსტების წაშლის გადაწყვეტილება ჯანდაცვის წამყვან ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, თებერვალში მიიღო.











