ჩინეთის მთავრობის მხრიდან ჯაშუშობა და ქურდობა აშშ-ის მომავლისთვის „უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს“ წარმოადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, ქრისტოფერ რეიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჩინეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს დევნიდა და ამით სამშობლოში დაბრუნებას აიძულებდა. ასევე, ჩინეთი კორონავირუსითან დაკავშირებით აშშ-ის კვლევების შესაფერხებლადაც აქტიურად მუშაობდა.
„ჩინეთი მთელ სახელმწიფო ძალისხმევას მიმართავს, რომ გახდეს ერთადერთი სუპერსახელმწიფო ყველა აუცილებელი ზომით“, – აცხადებს რეი.
სიტყვით გამოსვლისას ქრისტოფერ რეიმ ასევე ისაუბრა ჩინეთის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე, ეკონომიკური ჯაშუშობის კამპანიაზე, მონაცემებისა დაფინანსების ქურდობასა და უკანონო პოლიტიკურ საქმიანობაზე ქრთამისა და შანტაჟის გამოყენებით.











