აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ (FDA) საგანგებო შემთხვევებში კორონავირუსის მკურნალობისთვის ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოყენების ნებართვა გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰიდროქსიქლოროქინს კორონავირუსისგან პრევენცის მიზნით იღებდა.
ადმინისტრაციის განცხადებით, კვლევის ახალი მონაცემები არ ამტკიცებს, რომ მედიკამენტები ახალი კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტურია.
„არ არის მიზანშეწონილი იმის მტკიცება, რომ ამ მედიკამენტების ცნობილი და პოტენციური დადებითი ეფექტი აჭარბებს მათ გამოყენებასთან ასოცირებულ რისკებს“,- განაცხადა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მეცნიერმა, დენის ჰინტონმა.











