ტენდენციები თუ ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების ისევ იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ჯერჯერობით ის ზომები, რომელიც დაწესებულია, უნდა აღსრულდეს, მაგრამ ტენდენციები თუ ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების ისევ იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს და ეს იქნება გარანტია, რომ არ დავუბრუნდეთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











