ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიშოვოთ ვაქცინა. პირდაპირ ვართ დამოკიდებული ამაზე. – ამის შესახებ ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა ფორმულას ეთერში განაცხადა.
„თუ ვერ მოხერხდა დროული ვაქცინაცია და მყარი იმუნიტეტის შექმნა, საზოგადოების დიდ ნაწილში პანდემია გაგრძელდება და უმართავი გახდება, იმიტომ რომ ახალი და ახალი შტამები გაჩნდება. ცხადია, ეს, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დააზარალებს ეკონომიკას“, – განაცხადა გეგეჭკორმა.











