“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, ემიანება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის წევრების განცხადებებს, რომლის თანახმად, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში გამართულმა აქციებმა გამოიწვია.
დეკანოიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება პანდემიას ვერ გაუმკლავდა და ახლა ცდილობს ოპოზიციას გადააბრალოს.
“ხელისუფლების სიმდაბლე ყველაზე უფრო მძაფრად იმაშიც გამოიხატება, რომ საკუთარ ხალხს აბრალებს ვირუსის გავრცელებას.
იმის მაგივრად გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ, ჯანდაცვის სისტემური ჯაჭვის გამართვაზე და დაღუპულ ეკონომიკაზე ილაპარაკონ – ოპოზიციის ბრალი ყოფილა ვირუსის გავრცელება..
წარმოუდგენელად რთულ მდგომარეობაში იგდებს ივანიშვილის ხელისუფლება თავს.. გადაჩეხეს ქვეყანა და ისევ ჩვენ გვაბრალებენ..
ფრთხილად, ოპოზიციის დასაცავები არ გახდეთ”, – წერს ხატია დეკანოიძე.











